Belive

მესი და რონალდუ სამეულს მიღმა დარჩნენ - ევროპის საუკეთესო თავდამსხმელის ათეული 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

1 ოქტომბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში 2019/20 წლების ევროპული სეზონის დაჯილდოება და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშების წილისყრა გაიმართა. დაჯილდოებაზე როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა სეზონის საუკეთესო მეკარე, მცველი, ნახევარმცველი, თავდამსხმელი, ფეხბურთელი და მწვრთნელი გამოავლინეს. მამაკაცთა შორის პრიზების უმეტესობა მიუნხენის "ბაიერნმა" დაისაკუთრა. გამარჯვებულთა შორის, შესაბამისად, მანუელ ნოიერი, ჯოშუა კიმიხი, რობერტ ლევანდოვსკი და ჰანს დიტერ ფლიკი მოხვდნენ. სეზონის საუკეთესო თავდამსხმელის წოდება, ცხადია, რობერტ ლევანდოვსკიმ მოიპოვა, საინტერესოა, როგორია სრულფასოვანი ათეული და რა პოზიციები დაიკავეს თანამედროვეობის ორმა საუკეთესო ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ.

1. რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი") 2. კილიან მბაპე ("პსჟ") 3. ნეიმარი ("პსჟ") 4. სერჟ გნაბრი ("ბაიერნი") 5. ლიონელ მესი ("ბარსელონა") 5. ერლინგ ჰოლანდი ("ზალცბურგი", "დორტმუნდი") 7. თომას მიულერი ("ბაიერნი") 8. კრიშტიანუ რონალდუ ("იუვენტუსი") 9. ანხელ დი მარია ("პსჟ") 10. სადიო მანე ("ლივერპული")

სხვა სტატიები