Belive

რომელი გუნდები გავიდნენ 2020-ზე და ვინ ითამაშებს პლეი-ოფში?

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ევრო 2020-ის 24 მონაწილე გუნდიდან, 20-ის ვინაობა უკვე ცნობილია. საინტერესოა, საქართველოს ნაკრებთან ერთად, რომელი გუნდები იბრძოლებენ ევროპის მთავარ სანაკრებო ტურნირზე საგზურის მოსაპოვებლად.

გუნდები, რომლებმაც ევრო 2020-ის საგზური უკვე გაინაღდეს

ვინ ითამაშებს პლეი-ოფში?

ერთა ლიგის ქვეჯგუფებში განთავსებულ გუნდებს მიეცათ საშუალება, გაემარჯვათ ქვეჯგუფში და პლეი-ოფის დაძლევის შემდეგ, ევრო 2020-ზე ეთამაშათ. თუმცა განვითარებულმა მოვლენებმა, გაუგებარი სიტუაცია შექმნა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა და რამდენიმე გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ქვეჯგუფიდანაც შეძლო. შესაბამისად, შეიქმნა გაუგებრობა, თუ რომელი გუნდებს მიეცემოდათ დამატებითი შესაძლებლობა, ეთამაშათ ევროპის მთავარ სანაკრებო ტურნირზე. გამომდინარე იქედან რომ A დივიზიონში მყოფმა გუნდებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა საკვალიფიკაციო ეტაპიდან შეძლეს, შესაბამისად, დამატებითი შანსი მიეცა სხვა გუნდებს - მაგალითად, ისლანდიას, ბულგარეთს, ისრაელსა და სხვა გუნდებს.

როდის ჩატარდება პლეი-ოფის მატჩები?

  • ნახევარფინალი: 26 მარტი, 2020
  • ფინალი: 31 მარტი, 2020

პლეი ოფის გამარჯვებული ორმატჩიანი დუელით არ გამოვლინდება. 22 ნოემბერს ჩატარებულ კენჭისყრაზე გაირკვევა, თუ რომელ გუნდებს ექნებათ საშინაო მოედანზე თამაშის უპირატესობა.

როდის ჩატარდება ევრო 2020-ის კენჭისყრა?

30 ნოემბერს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტურნირზე მოთამაშე 4 გუნდის ვინაობა 31 მარტამდე უცნობი იქნება, როდესაც პლეი-ოფის გამარჯვებული გამოვლინდება.
logo_em2020

სად და როდის გაიმართება ევრო 2020?

ევრო 2020 12 ივნისს აიღებს სტარტს და 12 ივლისამდე გაგრძელდება. ევროპის რიგით მე-16 ჩემპიონატს ევროპის 12 ქალაქი უმასპინძლებს.
  • ამსტერდამი (ჰოლანდია) - Johan Cruyff Arena
  • ბაქო (აზერბაიჯანი) - Olympic Stadium
  • ბილბაო (ესპანეთი) - San Mames
  • ბუქარესტი (რუმინეთი) - Arena Nationala
  • ბუდაპეშტი (უნგრეთი) - Puskas Arena
  • კოპენჰაგენი (დანია) - Parken Stadium
  • დუბლინი (ირლანდია) - Aviva Stadium
  • გლაზგო (შოტლანდია) - Hampden Park
  • ლონდონი (ინგლისი) - Wembley Stadium
  • მიუნხენი (გერმანია) - Allianz Arena
  • რომი (იტალია) - Stadio Olimpico
  • სანქტ-პეტერბურგი (რუსეთი) - Krestovsky Stadium

სხვა სტატიები