Belive

რომელი გუნდები ხარჯავდნენ ყველაზე მეტს 1992 წელს?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისურმა მედიამ საკმაოდ საინტერესო ციფრები გაავრცელა. მოგეხსენებათ, ფეხბურთის ისტორიის მანძილზე, განსაკუთრებით კი ბოლო წლებში გუნდები ტრანსფერებში კოლოსალურ თანხებს იხდიან. ინგლისელი ჟურნალისტები ამ მხრივ 1991/92 წლების მდგომარეობით დაინტერესდნენ. ცნობილია, რომ აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტს კატალონიის "ბარსელონა" ხარჯავდა - 50 მილიონი ევრო. "ბლაუგრანას" 43 მილიონით მოსდევს "იუვენტუსი", მე-3 ადგილზე კი "მილანია" - 24 მილიონი ევრო. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, ყველაზე მეტ თანხას "მანჩესტერ სიტი" ხარჯავს - მილიარდ 345 მილიონი, მე-2 "ჩელსი" - მილიარდ 105 მილიონი, მე-3 პოზიციაზე კი - "მანჩესტერ იუნაიტედია" - მილიარდი და ოდნავ მეტი.

სხვა სტატიები