Belive

რომელი კლუბები უხდიან ფეხბურთელებს ყველაზე მეტს?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანური გრანდების დუეტი "ბარსელონასა" და "რეალის" სახით ტურინის "იუვენტუსთან" ერთად ანაზღაურების რაოდენობის მხრივ მსოფლიოში საუკეთესოა. კატალონიური კლუბი მხოლოდ ფეხბურთელებს ხელფასის სახით წელიწადში საშუალოდ 12.8 მილიონ ევროს უხდის. ეს არცაა გასაკვირი, ვინაიდან მხოლოდ ლეო მესის ანაზღაურება წლიურად 65 მილიონი ევროა. მათი პრინციპული, მადრიდელი მეტოქე მეორე ადგილზეა და "ბლანკოსების" ფეხბურთელები საშუალოდ 11.6 მილიონს იღებენ, რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს "იუვენტუსს" 10.54 მილიონით ტურინელები მესამე პოზიციაზე არიან. ოცეულში კიდევ ორი საფეხბურთო კლუბი "პსჟ" (12) და "მანჩესტერ სიტი" (13), დანარჩენი 15 ადგილი კი NBA-ს გუნდებს უკავიათ. სია მხოლოდ ფეხბურთელების ყოველწლიური ხელფასითაა შედგენილი და მასში პირადი კონტრაქტი ან დამატებითი ბონუსები არაა გათვალისწინებული.

სხვა სტატიები