Belive

რომელი ფეხბურთელები გაამაგრებენ ევროპული გრანდების დაცვის ხაზს

4 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
თანამედროვე ფეხბურთში დაცვის ხაზი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ბევრი გრანდი ცდილობს უკანა ხაზის გაძლიერებას, რაც ხშირ შემთხვევასი წარმატების გარანტია.

"ინტერი"

ანტონიო კონტეს მომზადებულ გუნდს საკმაოდ კარგი დაცვის ხაზი ჰყავს. ურუგვაელი დიეგო გოდინი საკმაოდ გააძლიერებს გუნდს.

"იუვენტუსი"

ტურინის "იუვენტუსი" ყოველთვის გამორჩეული იყო ძლიერი დაცვის ხაზით. გარდა იმისა, რომ გუნდში ჯორჯო კიელინი და ლეონადრო ბონიჩი გუნდის დაცვის ცენტრს ამაგრებენ, ტურინელებმა "აიაქსის" კაპიტანი, ახალგაზრდა მატეის დე ლიხტი შეიძინეს. ეს სამეული ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

"მანჩესტერ იუნაიტედი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" დაცვის ხაზი გაძლიერდა. გუნდმა "ლესტერიდან" ჰარი მაგუაირი 88 მილიონ ევროდ შეიძინა და ის ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა. ოლე გუნარ სოლსკიაერი ინგლისელ ფეხბურთელს შვედ ვიკტორ ლინდელოფს შეუწყვილებს.

"მანჩესტერ სიტი"

კიდევ ერთი მანჩესტერული გრანდი, რომელსაც საკმაოდ ძლიერი დაცვა ჰყავს, "მანჩესტერ სიტია". პეპ გუარდიოლას მომზადებული გუნდი დაცვის ცენტრში ჯონ სტოუნსით, ნიკოლა ოტამენდითა და აიმერიკ აპორტით არის დაკომპლექტებული. გუნდის კაპიტანი, ვენსან კომპანი "ანდერლეხტში" გადავიდა, სადაც მოთამაშე მწვრთნელია.

"ბარსელონა"

კატალონიური გრანდის დაცვის ხაზი ბოლო წლებშ არც ისე დამაჯერებლად გამოიყურება. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ხერარ პიკე, სამუელ უმტიტი და კლემან ლენგლე ჰყავს, ოპტიმალური დუეტის შერჩევა ერნესტო ვალვერდეს საკმაოდ უჭირს. "ბარსელონაში" კიდევ ერთი ცენტრალური მცველია, ფრანგი ჟან-კლერ ტოდიბო. მას მცირე სათამაშო დრო ეძლევა. რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილ სამეულს, გასულ სეზონში პიკემ და ლენგლემ ითამაშეს, თუმცა სამუელ უმტიტი ძირითადი შემადგენლობის წევრად ითვლება.

"რეალი"

მადრიდის "რეალის" ძირითად ცენტრალურ მცველებად სერხიო რამოსი და რაფაელ ვარანი ითვლებია. მათ გარდა გუნდში ედერ მილიტაო და ნაჩო არიან. ზინედინ ზიდანი, სავარაუდოდ, დუეტს არ შეცვლის და მომავალ სეზონშიც ძირითად შემადგენლობაში რამოსი და ვარანი ითამაშებენ.

"ლივერპული"

გასულ სეზონში მერსისაიდელთა დაცვა პრაკტიკულად გაუვალი იყო. გუნდში არის ვირჯილ ვან დაიკი, რომლის ირგვლივაც იწყობა "ლივერპულის" დაცვა. გარდა ვირჯილისა, ინგლისელებს დაცვის ცენტრში ჯო გომესი, ჟოელ მატიპი და დეიან ლოვრენი ჰყავს. იურგენ კლოპს კი ვან დაიკთან ერთად ამ სამიდან ერთის შეწყვილება მოუწევს. გასულ სეზონში ჟოელ მატიპი ხშირად თამაშობა. ხანდახან კამერუნელს ჯო გომესი ცვლიდა. რაც შეეხება დეიან ლოვრენს, ხორვატს მცირე სათამაშო დრო მიეცა.

"ნაპოლი"

ნეაპოლელების დაცვის ცენტრი გაძლიერდა. გუნდმა "რომადან" კოსტას მანოლასი შეიძინა, რომელსაც რომაულ კლუბში საკმაოდ კარგი პერიოდი ჰქონდა. ბერძენი მცველის გარდა, "ნაპოლის" კალიდუ კულიბალი ჰყავს, რომელსაც კარგი სეზონი ჰქონდა. ნეაპოლელებმა რაულ ალბიოლი "ვილიარეალში" გაუშვეს.

"ბაიერნი"

მიუნხენის "ბაიერნმა" კარგი შენაძენი განახორციელა. გერმანელებმა "ატლეტიკოდან" ლუკას ერნანდესი შეიძინეს, რომელიც მარცხენა მცველადაც თამაშობს და ცენტრალურ ნაწილშიც შეუძლია მოქმედება. მიუნხენელებს ჰყავთ ნიკოლას ზულე. ასევე გუნდი არის ჟერომ ბოატენგი. "ბაიერნმა" "შტუტგარტიდან" პავარი დაიმატეს. რაც შეეხება გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, მატს ჰუმელსს, გერმანელი მცველი დორტმუნდის "ბორუსიაში" დაბრუნდა.

სხვა სტატიები