Belive

რომელმა ფეხბურთელმა გააფუჭა ყველაზე მეტი საგოლე შანსი ლა ლიგაში

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე დღის წინ "ლა ლიგა" დასრულდა და სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემი ოფიციალურად გამოქვეყნდა. ტურნირის ბომბარდირი "ბარსელონას" კაპიტანი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც 36 ბურთი გაიტანა. ყველაზე მეტი, 13 საგოლე გადაცემაც  სწორედ არგენტინელს ეკუთვნის. "ბარსელონას" თავდამსხმელი, ლუის სუარესი ერთ-ერთ კომპონენტს ლიდერობს, თუმცა ეს არც ისე სასიხარულოა გუნდის ქომაგებისთვის. საქმე ისაა, რომ სუარესი გამოუყენებელ შანსებში "საუკეთესოა". ურუგვაელმა ფეხბურთელმა 21 ბურთი გაიტანა, თუმცა 31 საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, რაც კოლოსალური რიცხვია. მეორე ადგილზე ამ კომპონენტში "რეალის" ფორვარდი, კარიმ ბენზემაა. ფრანგს 18 გამოუყენებელი მომენტი დაუგროვდა, ხოლო მესამე პოზიციას "ვალენსიას" ლიდერი, როდრიგო იკავებს. მან 17-ჯერ მოახერხა საგოლე მომენტის განიავება.
1558602189_wrzw7xl94iz21

სხვა სტატიები