Belive

რომელუ ლუკაკუ ნახევარი მილიონი ევროთი დააჯარიმეს 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
რომელუ ლუკაკუსა და ლონდონის "ჩელსის" შორის არსებული უთანხმოება, რომლის შესახებ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ბრიტანულ მედიაში ძალიან ბევრი ინფორმაცია გავრცელდა, როგორც ჩანს დასასრულს მიუახლოვდა. იმ ინტერვიუს გამო, რომელიც ბელგიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა Sky Sports-ს მისცა და რომელშიც კლუბში მის თავს არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა, ლუკაკუ 500 000 ევროთი დააჯრიმეს. ლუაკკუს უკმაყოფილო ინტერვიუმ განსაკუთრებულად "არისტოკრატების" მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი გააბრაზა, რომელმაც 28 წლის ფეხბურთელი პრემიერ ლიგის ბოლო ტურის მატჩში, "ლივერპულის" წინააღმდეგ სამატჩო განაცხადში არ შეიყვანა და დისციპლინარულ დარღვევებში დადანაშაულა.
No description available.
როგორც ირკვევა, ლუკაკუს სასჯელი იმით შემოიფარგლება, რომ ფეხბურთელი დიდძალ ფინანსურ ჯარიმას მიიღებს, თუმცა "ჩელსიში" დარჩება და კლუბი მასთან კონტრაქტს არ გაწყვეტს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ლუკაკუ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა. "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშის დროს, ვარჯიშზე არ გამოცხადების და ბელგიის ნაკრების შეკრებაზე წასვლის გამო, იგი დაახლოებით 480 000 ევროთი დააჯარიმეს.
No description available.
ლუკაკუ "ჩელსიში" 2021 წლის ზაფხულში, მილანის "ინტერიდან" დაბრუნდა, მის სანაცვლოდ, "ლურჯებმა" 115 მილიონი ევრო გაიღეს. მას შემდეგ, ბელგიელმა თავდამსხმელმა 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.

სხვა სტატიები