Belive

რომელუ ლუკაკუმ ჩელსის გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
რომელუ ლუკაკუმ ლონდონის "ჩელსის" გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა იმ საკამათო ინტერვიუსთვის, რომელიც მან ცორტა ხნის წინ, Sky Sports-ს მისცა და რომლითაც როგორც მთავარი მწვრთნელის, ტომას ტუხელის, ისე "არისტოკრატების" გულშემატკივრის მრავალრიცხვოვანი არმია გააწბილა.
"გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი იმ წუხილისთვის, რაც მათში გამოვიწვიე. თქვენ იცით, რა კავშირი მაქვს ამ კლუბთან ჩემი ახალგაზრდობის წლებიდან. მესმის, რომ თქვენ ნერვიულობთ. ცხადია, ახლა ჩემი საზრუნავია, რომ აღვადგინო თქვენი ნდობა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყოველ დღე გამოვავლინო ერთგულება სავარჯიშო მოედანზე და თამაშებში, გარწმუნებთ, რომ მატჩებს მოვიგებთ. ასევე, ბოდიშს ვუხდი მწვრთნელს და მე ვუთხარი ჩემს თანაგუნდელებს და ხელმძღვანელთა საბჭოს, რომ ვფიქრობ, ეს არ იყო შესაფერისი მომენტი. მსურს წინ წავიწიო და დავრწმუნდე, რომ ჩვენ დავიწყებთ მატჩების მოგებას და გუნდისთვის საუკეთესოდ ვითამაშებ", - თქვა ლუკაკუმ "ლურჯების" ოფიციალურ გვერდზე გავრცლეებულ ვიდეოში.
ლუკაკუმ Sky Italla-ს ინტერვიუ სამი კვირის წინ მისცა ტერფის ტრავმისა და კორონავირუსის დამარცხების შემდეგ. ამ სკანდალური ინტერვიუს გამო, სადაც მან "ჩელსიში" ყოფნით უკმაყოფილება ვერ დამალა, კლუბმა იგი 500 000 ევროთი დააჯარიმა, ინგლისის პრემიერ ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში კი, "ლივერპულის" წინააღმდეგ გერმანელმა სპეციალისტმა იგი სამატჩო განაცხადს მიღმა დატოვა. ბელგიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, რომელსაც ინგლისში ასევე "მანჩესტერ იუნაიტედის", "ევერტონის" და " ვესტ ბრომვიჩის" მაისურითაც უთამაშია, “ჩელსიში” 2021 წლის ზაფხულში, მილანის “ინტერიდან” დაბრუნდა, მის სანაცვლოდ, “ლურჯებმა” 115 მილიონი ევრო გაიღეს. მას შემდეგ, ბელგიელმა თავდამსხმელმა 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.

სხვა სტატიები