Belive

რომელუ ლუკაკუმ იზოლაციაზე ისაუბრა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ბელგიელი თავდამსხმელი ამჟამად კარანტინშია და გარეთ გასვლა არ შეუძლია. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ლუკაკუმ მცირე კომენტარი გააკეთა. "ამ პერიოდში ძალიან ფრთხილად უნდა იყო. შეიძლება შეეხო სხვას და იმ ადამიანს კორონავირუსი ჰქონდეს. დედაჩემს დიაბეტი აქვს და ის რისკის ჯგუფში იმყოფება. მე არ შემიძლია ვნახო დედა და შევეხო მას. ის ამ პერიოდში გარეთ არ გადის. მხოლოდ გვიან ღამით ცოტა ხნით ჩადის უკანა ეზოში, ცოტას სეირნობს და შემდეგ ისევ უკან ბრუნდება.  ყოველდღე, შუადღისას 12 საათზე გუნდის ერთ-ერთ წევრს სტაფიდან, მოაქვს ჩემთვის საკვები. ფორმა რომ არ დავკარგო მკაცრ დიეტას ვიცავ.  არ შემიძლია გარეთ გასვლა, ასევე არ შემიძლია მგზავრობა. ეს ყველაფერი უკვე 9 დღე გრძელდება. გუნდის მესვეურებმა მომცეს ველოსიპედი. ჩემი თანაგუნდელები ქალაქის ცენტრში პატარა სასტუმროში ცხოვრობენ და მათ შეუძლიათ ველოსიპედით გადაადგილება. მე არ მყოფნის ადგილი, რათა ველოსიპედით გავისეირნო.  გუნდის საერთო ჩათში იკითხეს თუ ვის არ ჰქონდა სახლში სარბენი ბილიკი? სამწუხაროდ ჩემნაირი ბევრი აღმოჩნდა. ამ კითხვის შემდეგ მათ ყველა ფეხბურთელს ველოსიპედი მისცეს. მენატრება ჩვეულებრივი ცხოვრება. მინდა ვიყო დედაჩემთან და ჩემ შვილთან ერთად. ასევე მინდა ვნახო ჩემი ძმა და სხვა ოჯახის წევრები. მე მათზე ყოველდღე ვფიქრობ. ეს ძალიან ცუდია. ძალიან მენატრება ვარჯიში და თამაში გულშემატკივრების წინაშე. ასეთ პერიოდში ადამიანი იწყებს იმის დაფასებას რაც მას აქვს."

სხვა სტატიები