Belive

რომელუ ლუკაკუმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რომელუ ლუკაკუმ საკუთარი მომავლის შესახებ სპეკულაციები წამოიწყო. ის არ გამორიცხავს ინგლისიდან იტალიაში გადასვლას, სადაც მისი ძმა, ჯორდანი ასპარეზობს. "La Gazzetta dello sport"-ის დასმულ შეკითხვაზე შესაძლებელია თუ არა მისი გადასვლა აპენინებზე, მან უპასუხა: "რატომაც არა? მე ვიმედოვნებ რომ ასე მოხდება". ბელგიელმა ასევე შეაქო სერია ა-ს ჩემპიონი "იუვენტუსი", რომელიც 23 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება. "იუვე შესანიშნავი პროექტია და მათ ასე უნდა გააგრძელონ, ყოველ წელს ისინი უფრო ძლიერები ხდებიან. ორი აზრი არ არსებობს, რომ იუვენტუსი 2 ან 3 საუკეთესო ევროპულ გუნდს შორისაა. მათ ჰყავთ შესანიშნავი მწვრთნელი და უძლიერესი მოთამაშეები ყველა პოზიციაზე. კრიშტიანუ საუკეთესოა, თუმცა შეხედეთ სხვებსაც. პაოლო დიბალა შესანიშნავია და კიდევ უფრო უმატებს. მე ძალიან მიყვარს დუგლას კოშტა, მისი ტრანსფერი გამორჩეულია და ძალიან დიდი ძალაა გუნდისთვის. უძლიერესი ჯგუფია, თუმცა მანჩესტერს პირველ ადგილზე გასვლა სურს", - დაასრულა ბელგიისა და "მანჩესტერის" ცენტრფორვარდმა.

სხვა სტატიები