Belive

რონალდ კუმანი: "მე ჯერ მხოლოდ საუკეთესო ფეხბურთელების შერჩევა მევალება" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, უნგრელ "ფერენცვაროშთან" საშინაო გამარჯვების (5: 1) შემდეგ, კომენტარი გააკეთა. "საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ: "ბარსელონას" თამაშით, გატანილი ხუთი გოლით და მოპოვებული ქულებით. ჩვენი კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, რომლებსაც ამ დონის ტურნირებში სათამაშო წუთები სჭირდებათ, კარგი გამოცდილება მიიღეს. ტრინკაომ ბევრი პრობლემა შეუქმნა მეტოქის დაცვას, დემბელე თამაშში კარგად შემოვიდა, შექმნა შანსები მეტოქის კართან და გაიტანა ერთი გოლი. ეს ზუსტად ის არის, რაც მე, როგორც მწვრთნელს მსურს - ფეხბურთელები მეტ პრაქტიკას მიიღებენ.  გრიზმანის არყოფნა? ის, რომ დღეს მას არ უთამაშია, არ ნიშნავს, რომ იგი არ იქნება მადრიდის "რეალთან". ვნახოთ, რა მოხდება შაბათს. ეს მხოლოდ მორიგი მატჩია. "ბარსელონაში" ჩემი საქმე მოცემული მომენტისთვის მხოლოდ საუკეთესო ფეხბურთელების შერჩევაა. პიკეს გაძევება? როგორც მწვრთნელს, ყოველთვის მინდა, რომ ჩემს განკარგულებაში იყოს ყველა მოთამაშე. წითელი ბარათი ძალიან მკაცრი სასჯელია. ჯარიმები და პენალტებიც ბევრი იყო. მაგრამ სასიამოვნოა ჩვენი კარგი თამაში უმცირესობაში დარჩენის შემდეგ", - უთხრა ნიდერლანდელმა Marca-ს.

სხვა სტატიები