Belive

რონალდ კუმანი: "ვიცოდით, რომ შეიძლებოდა ასე მოხდარიყო, მეტოქე ჩვენზე უკეთესია" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში, საშინაო არენაზე, "პსჟ-სთან" მარცხის (1:4) შესახებ ისაუბრა. "მატჩის შედეგი ასახავს, თუ რამდენად შესანიშნავად მოქმედებდა "პსჟ". მეტოქეებმა ჩვენზე ბევრად უფრო ეფექტურად ითამაშეს, თუმცა პირველი ტაიმი თანაბარი იყო. მესის გოლის შემდეგ, უსმან დემბელეს უკეთ თამაში მართებდა და შესაძლოა ანგარიში 2:0 გამხდარიყო. მეორე ტაიმში დაცვაში პრობლემები შეგვექმნა. "პსჟ-მ" აჩვენა, რომ მათი ფეხბურთელები ფიზიკურად ბევრად უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ჩვენები. მეტოქემ საკუთარი სიძლიერე გამოაჩინა და ვნახეთ, რომ ამ მომენტში, პარიზული კლუბი ჩვენზე უკეთესია, ამას ვაღიარებთ. ვიაზრებდით, რომ ეს შესაძლოა მომხდარიყო, რადგან ფიზიკური მომზადების და რიგი სხვა კომპონენტების მიხედვით, მეტოქე ჩვენზე უკეთესი გახლდათ. თუმცა ეს დასასრული არ არის და უნდა ვეცადოთ, რომ თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ", - თქვა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა. "პარი სენ-ჟერმენსა" და "ბარსელონას" შორის საპასუხო შეხვედრა "პარკ დე პრენსზე", 11 მარტს გაიმართება.

სხვა სტატიები