Belive

რონალდ კუმანის მთავარი სამიზნე "ლივერპულის" ვარსკვლავია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
12 სექტემბერს გამართულ შეხვედრაში "ლივერპულმა" "ლიდს იუნაიტედს" უმასპინძლა და ანგარიშით 4:3 იმარჯვა. აღნიშნულ შეხვედრაში "ლივერპულის" ეგვიპტელმა შემტევმა 3 გოლის გატანა შეძლო, მათ შორის იყო 88-ე წუთზე სალაჰის მიერ გატანილი გამარჯვების თერთმეტმეტრიანი. თუ ბოლოდროინდელ ინფორმაციას დავუჯერებთ, "ლიდსის" წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი შეიძლება ერთ-ერთი ბოლო აღმოჩნდეს, როცა სალაჰს წითელ მაისურში ვხედავთ. ესპანური გამოცემა AS-ის თანახმად, მოჰამედ სალაჰი ამ ზაფხულს "ბარსელონას" მწვრთნელის, რონალდ კუმანის მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება. ოლი ბრაუნინგის თქმით: "ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვგებულობთ ჭორებს სალაჰის "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლაზე. ის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია ევროპაში, ასე რომ, რატომაც არ უნდა იყოს ლა ლიგის კლუბი დაინტერესებული?" თუმცა, სალაჰის ტრანსფერი ამ ზაფხულს პრაქტიკულად შეუძლებელია, მაშინ, როცა მესი კიდევ ერთ სეზონს გაატარებს "ბარსელონაში", კლუბს არ აქვს საშუალება დიდი ნაბიჯების გადასადგმელად. "ბარსელონას" რომ მესი 700 მილიონად გაესხვისებინა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში კლუბს ნებისმიერი ფეხბურთელი შეეძლო ამოეღო მიზანში. თუმცა ასე არ მოხდა, ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია, "ბარსელონაში" სალაჰის ტრანსფერი ვიხილოთ.

სხვა სტატიები