რონალდ კუმანმა რეალთან წაგების შემდეგ მსაჯები გააკრიტიკა

კატალონიის ,,ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, მადრიდის ,,რეალთან” წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,თუ თქვენ ბარსელონას გულშემატკივარი ხართ, ახლა მსაჯის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო იქნებით. დამატებული 4 წუთიდან მან 2-3 წუთი საკუთარ გადამცემზე დახარჯა. ასევე, ,,რეალის” კარში აშკარა თერთმეტმეტრიანი არ დაინიშნა. არ მესმის ფლანგის არბიტრის, რომელიც 10 მეტრში იდგა. შესაძლოა, მსაჯმა დარღვევა ვერ დაინახა, მაგრამ ასეთი სიტუაციებისთვის VAR-ი არსებობს.

წაგების შემდეგ გუნდს არ ვიცავ. პირველი ტაიმი კარგი არ ყოფილა, მათ კონტრშეტევებისთვის ბევრი თავისუფალი სივრცე დავუტოვეთ. მაგრამ, თამაშში იყო მომენტები, მაგალითდ, პენალტის ეპიზოდი,” – კუმანის სიტყვებს Marca ციტირებს.


ლა ლიგის 30-ე ტურში მადრიდის ,,რეალმა” კატალონიის ,,ბარსელონას” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მოგების შემდეგ, ზიდანის გუნდმა 66 ქულით ცხრილის პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა.

(231)

რონალდ კუმანმა რეალთან წაგების შემდეგ მსაჯები გააკრიტიკა

სტატიის ავტორი
-