Belive

რონალდინიო: "მანჩესტერს ბარსელონას დამარცხება შეუძლია"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, "ბარსელონას" ლეგენდამ, რონალდინიომ "ბარსელონასა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირებაზე ისაუბრა და საინტერესო განცხადებაც გააკეთა. რონალდინიოს აზრით, ინგლისელებს შეუძლიათ, რომ "ნოუ კამპზე" "ბარსელონა" დაამარცხონ და შემდგომ ეტაპზე გავიდნენ.
"ვფიქრობ, რომ ბარსელონას ყველა კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ მანჩესტერში უნდა გაეცა, თუმცა ანგარიშის სხვაობა მხოლოდ მინიმალურია. სწორედ ამიტომ მანჩესტერ იუნაიტედს შანსი აქვს. წითელ ეშმაკებს შეუძლიათ, რომ ბარსელონაში მათთვის კომფორტული ანგარიში დააფიქსირონ და გაიმარჯვონ. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ გაიტანს პირველ გოლს." - განაცხადა რონალდინიომ.

სხვა სტატიები