რონალდინიო მესის: “ჩემი გული შენი სიყვარულით და პატივისცემითაა სავსე”

რონალდინიომ ლიონელ მესის კარიერაში მეექვსე ოქროს ბურთის მოგება და ყველა დროის რეკორდის დამყარება მიულოცა.

“ახლა ისინი უკვე ექვსნი არიან ჩემო ძმაო. გილოცავ ღირსეულ, დამსახურებულ წარმატებას. სამწუხაროდ, არ მქონდა შესაძლებლობა, რომ პარიზში შენთან ერთად ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემი გული ისეთი გასაოცარი პიროვნების სიყვარულითა და პატივისცემითაა სავსე, როგორიც შენ ხარ”, – დაწერა Twitter-ში ფეხბურთის ბრაზილიელმა ლეგენდამ.

მესი და რონალდინიო ერთად “ბარსელონაში” 2003-08 წლებში თამაშობდნენ და არაერთ წარმატებას მიაღწიეს, მათ შორის 2006 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგეს.

(74)

რონალდინიო მესის: “ჩემი გული შენი სიყვარულით და პატივისცემითაა სავსე”

სტატიის ავტორი
-