Belive

ოფიციალურად - რონალდინიო პარაგვაის ციხიდან გაათავისუფლეს

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა, 40 წლის - რონალდინიომ და მისმა ძმამ, რობერტომ, პარაგვაის ციხე დატოვეს. ისინი სასჯელის ვადას შინაპატიმრობაში მოიხდიან. გირაოს სახით, მათ $1.6 მილიონის გადახდა დაეკისრათ. ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, საპატიმროში 32 დღე გაატარა. მას და მის ძმას - რობერტოს, ქვეყნის უკანონოდ და ყალბი საბუთებით დატოვებაში ედებოდათ  ბრალი. შინაპატიმრობაში გადასვლა, რონალდინიოსა და რობერტოს ადვოკატებმა, ადრეც მოითხოვეს. პარაგვაიში გამართულ სასამართლო მოსმენაზე რონალდინიოს შინაპატიმრობაში გადაყვანის საკითხი განიხილეს, თუმცა მაშინ, მოსამართლემ, გუსტავო ამარილიამ, პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო. 2018 წლის შემდეგ, რონალდინიოს ბრაზილიური პასპორტი ჩამორთმეული აქვს – ბრაზილიის სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წელს, რონალდინიომ და მისმა ძმამ, გვაიბას ტბაზე თევსსაჭერი ობიექტის აშენება გადაწყვიტეს, თუმცა მათ ოფიციალური ნებართვა არ მიუღიათ. ბრაზილიის სასამართლომ ლეგენდარული ფეხბურთელი და მისი ძმა 8.5 მილიონი რეალით ($1.85 მლნ.) დააჯარიმა, თუმცა თანხის გადახდაზე რონალდინიომ უარი განაცხადა – მის საბანკო ანგარიშებზე მხოლოდ და მხოლოდ 24.63 რეალი ინახებოდა, რაც დაახლოებით $5-ს შეადგენს. შედეგად, ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ რონალდინიოს და მის ძმას პასპორტები ჩამოართვა და საჯარიმო თანხის გადახდამდე, ქვეყნის დატოვება აუკრძალა. პატიმრობაში ყოფნისას, რონალდინიომ ციხეში გამართულ მინი-ფეხბურთის ტურნირში მიიღო მონაწილეობა. გადამწყვეტ მატჩში, გაუჩოს გუნდმა მეტოქე 11:2 დაამარცხა, ოქროს ბურთოს მფლობელმა ყველა გოლში მიიღო მონაწილეობა – მის ანგარიშზე 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.  

სხვა სტატიები