Belive

რონალდინიო ფეხბურთში დაბრუნებას გეგმავს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სპორტული გამოცემა "Talksport" სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. ბრაზილიელი ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდინიო ფეხბურთში დაბრუნებას აპირებს, კონკრეტულად კი დიეგო მარადონას კლუბში "ხიმნასიაში." "ბარსელონას" ყოფილ ვარსკვლავს ამჟამად პარაგვაიში შიდა პატიმრობა აქვს მისჯილი, მაგრამ ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ ბრაზილიელს სურს, რომ ფეხბურთს დაუბრუნდეს. ინფორმაციას "მარკაც" ადასტურებს. ამჟამად "ხიმნასია" ჩემპიონატში მე-19 ადგილზე იმყოფება და ასეთი ფეხბურთელის დამატება კლუბს ნამდვილად წაადგება. რონალდინიომ კარიერა 2015 წელს "ფლუმინენსეს" შემადგენლობაში დაასრულა და მას შემდეგ ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ციხეში სასჯელს, პარაგვაიში ყალბი პასპორტით შესვლის მცდელობის გამო იხდიდა.

სხვა სტატიები