Belive

რონალდინიო რონალდუს ნაცვლად - გადაწყვეტილება, რომელმაც მესის კარიერა შეცვალა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლეო მესისთვის რონალდინიო გენიალური მასწავლებელი იყო, რომელმაც ლეგენდარული არგენტინელი ვარსკვლავის კარიერაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ასაკში მყოფმა მესიმ, რონალდინიოს გვერდით თამაშის შედეგად ბევრი რამ ისწავლა და კატალონიური გრანდის ამჟამინდელი კაპიტანი, ბრაზილიელი ვარსკვლავის დაცვისა და ავტორიტეტის შედეგად, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა არ იცოდეს, მაგრამ ეს ყველაფერი ჩაშლის პირას იყო და ერთ გარემოებას თანამედროვე ფეხბურთში სრულიად სხვაგვარი სურათის ჩვენება შეეძლო. რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ "ბარსელონა" რონალდინიოს ნაცვლად კრიშტიანუ რონალდუს შეიძენდა და როგორ განვითარდებოდა პლანეტის ორი სუპერვარსკვლავის კარიერა? ხუან ლაპორტას მტკიცებით, "ბლაუგრანას" ჯერ კიდევ "სპორტინგის" რიგებში მოასპარეზე კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი შესთავაზეს, მაგრამ კატალონიელებს რონალდინიოსთან უკვე ჰქონდატ კონტრაქტი გაფორმებული და ახალი ფეხბურთელის დამატება არ სურდათ.
maxresdefault
"რონალდინიოსა და მარკესის ტრანსფერი პრაქტიკულად მოგვარებული გვქონდა. რაფა მარკესის ხალხმა კრიშტიანუ რონალდუს შეძენა შემოგვთავაზა. იმ დროისათვის, რონალდუ "სპორტინგში" თამაშობდა." "ერთ-ერთმა აგენტმა გვითხრა, რომ არსებობდა ფეხბურთელი, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედს" 19 მილიონის სანაცვლოდ სთავაზობდნენ, მაგრამ მზად იყვნენ, ჩვენთვის 17 მილიონად დაეთმოთ. იმ დროისათვის, რონალდინიოს ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. კრიშტიანუ რონალდუ შედარებით განსხვავებულ პოზიციაზე თამაშობდა - ვფიქრობდით, რომ მისი შეძენის საჭიროება არ არსებობდა. მიღებულ გადაწყვეტილებას არ ვნანობ", - აღნიშნა ხუან ლაპორტამ.

სხვა სტატიები