რონალდინიო სენსაციური დაბრუნებისთვის ემზადება?!

907
ნახვა

რონალდინიო შესაძლოა პროფესიონალურ ფეხბურთს დაუბრუნდეს. უკანასკნელი მატჩი რონალდინიომ 18 თვის წინ, “ფლუმინენსეს” მაისურით ჩაატარა – რის შემდეგაც კარიერა დაასრულა.

“ბარსელონას” ლეგენდა სენსაციური დაბრუნებისთვის ემზადება. გავრცელებული ინფორმაციით, მალტური კლუბი “ბირკინკარა” რონალდინიოს წარმომადგენლებთან მართავს მოლაპარაკებას. აღნიშნულ ინფორმაციას “ბირკინკარას” ტექნიკური დირექტორი ადასტურებს.

“გიდასტურებთ, რომ რონალდინიოს “ბირკინკარაში” თამაშის შესაძლებლობა არსებობს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ამ წუთისათვის კონკრეტული გადაწყვეტილება არაა მიღებული, თუმცა მოთმინება გვმართებს.”

“უცხოელ ინვესტორებთან ვმართავთ მოლაპარაკებებს, რომლებიც მზად არიან სპონსორობა გაგვიწიონ. რამდენიმე მათგანს რონალდინიოს გარემოცვასთან აქვს კავშირი. რონალდინიოს წარმომადგენლებს სურთ, რომ იგი რომელიმე პატარა კლუბს შეუერთდეს და ამ გარიგების განხორციელებაში დაგვეხმარებიან.”

“ამ ტრანსფერის განხორციელება ჩვენი კლუბისათვის უმნიშვნელოვანესია – არა მხოლოდ სათამაშო ასპექტებში, არამედ მარკეტინგული თვალსაზრისითაც. რონალდინიო ყველა დროის საუკეთესო 20 ფეხბურთელს შორისაა. მოთმინება გვმართებს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და უნდა დაველოდოთ მის შედეგებს”, – აღნიშნა “ბირკინკარას” ტექნიკურმა დირექტორმა.

(907)

რონალდინიო სენსაციური დაბრუნებისთვის ემზადება?!

სტატიის ავტორი
-