Belive

რონალდინიომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ფავორიტი დაასახელა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, რონალდინიოს აზრით, მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული არგენტინა გახდება:

,,რატომ ვქომაგობდი არგენტინას ხორვატიასთან მატჩში, როცა ბრაზილიელთა უმეტესობა ამის წინააღმდეგი იყო? მათ მხარი პელემაც დაუჭირა. მე და პელე უკვე საკმარისი ვართ (იცინის). როგორ შემიძლია, სპექტაკლის ყურებისას გაყინული სახით ვიჯდე?! რა თქმა უნდა, ჩემს მეგობრებს ვგულშემატკივრობდი. ამაში ხელს ვერავინ შემიშლის. ჩემი ძვირფასი მეგობარი - მესი ფეხბურთელზე მეტია. ვაფასებ ჩვენს ურთიერთობას და ყოველთვის ვცდილობ, მას ჩემი ენერგია გავუზიარო. მინდა, ფინალის შემდეგ მასთან მივიდე და მოგება მივულოცო.

ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი იმაში, რომ მსოფლიო ჩემპიონატს არგენტინა მოიგებს. მესი საფრანგეთს გაანადგურებს, ანგარიში მათ სასარგებლოდ იქნება. რა მოხდება თუ საფრანგეთი გაიმარჯვებს? არა! მე მათ წინააღმდეგ ვარ,'' - განაცხადა რონალდინიომ.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნული ნაკრები საფრანგეთს შეხვდება. მატჩი კვირას, 18 დეკემბერს, 19:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები