Belive

რონალდინიომ ციხის ტურნირი და გოჭი მოიგო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რონალდინიო საყვარელ საქმიანობას პატიმრობაში ყოფნის დროსაც არ ეშვება. "ბარსელონას", "პსჟ-ს", "მილანის" და ბრაზილიის ნაკრების ვეტერანმა პარაგვაის ციხეში მინი-ფეხბურთის ტურნირი მოიგო. გადამწყვეტ მატჩში, გაუჩოს გუნდმა მეტოქე 11:2 დაამარცხა, ოქროს ბურთოს მფლობელმა ყველა გოლში მონაწილეობა მიიღო - 5 გოლი, 6 საგოლე გადაცემა. გამარჯვების შემდეგ, რონალდინიოს გუნდმა განსაკუთრებული საჩუქარი გადაეცემა - მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონი 16-კილოგრამიან გოჭს მიიღებს
რონალდინიო და მისი ძმა რობერტო დე ასის მორეირა პარაგვაის საზღვრის ყალბი პასპორტით გადაკვეთის გამო დააკავეს. მოგვიანებით, ქვეყნის მთავარმა პროკურორმა მათი გათავისუფლების ბრძანება გასცა, მალე გადაწყვეტილება კვლავ შეიცვალა და 39 წლის ბრაზილიელი ისევ საპატიმროში შეაბრუნეს. საბოლოოდ, რონალდინიოს და მის ძმას 6-თვიანი პატიმრობა მიესაჯათ.

სხვა სტატიები