Belive

რონალდინიოს აზრით, მანჩესტერს ბარსელონას დამარცხება შეუძლია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ "ბარსელონასა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის გასამართ განმეორებით მატჩზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ გუნდებს შორის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველი თამაში კატალონიელებმა 0:1 მოიგეს. "სიმართლე ისაა, რომ "ბარსელონას" საქმის დამთავრება ინგლისშივე შეეძლო. თუმცა, მათ ეს ვერ მოახერხეს და ახლანდელი ანგარიში გვაჩვენებს, რომ "იუნაიტედი" უშანსოდ არ არის. "ბლაუგრანას" თამაშის ხარისხისა და გატანილი ბურთების რაოდენობას რაც შეეხება, მე უფრო მეტს მოველი. ბარსელონაში გასამართ შეხვედრაში პირველ გოლს უდიდესი მნიშვნელობა ექნება - თუ ამას "ბარსელონა" გააკეთებს, "იუნაიტედს" საქმე ძალიან გაურთულდება, ხოლო თუ პირველ გოლს სტუმრები შეაგდებენ, სტადიონი ძალიან ანერვიულდება. ამის შემდეგ რა მოხდება, არავინ იცის," - თქვა რონალდინიომ.  

სხვა სტატიები