Belive

რონალდინიოს დედა 71 წლის ასაკში გარდაიცვალა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონასა" და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მოთამაშის, ლეგენდარული ბრაზილელი ფეხბურთელის რონალდიონიოს დედა დონა მიგელინა 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი კოვიდ-19 გახდა. დეკემბრის თვიდან მოყოლებული დონა მიგელინა კორონავირუსს ბრაზილიის საავადმყოფოში ებრძოდა, თუმცა, სამწუხაროდ, შაბათს ჯანმრთელობის მკვეთრი გაურესების შედეგად გარდაიცვალა. "ბარსელონას" ყოფილი მოთამაშის დედა დეკემბრის თვეში კორონავირუსით დაინფიცირების გამო პორტუ ალეგრეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბრაზილიაში კოვიდ-19-ით ინფიცირების 10 მილიონზე მეტი შემთხვევაა დარეგისტრირებული, ამასთან, გარდაცვლილთა რაოდენობა 245 000 აჭარბებს. ბრაზილია პანდემიისგან ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა. დედის გარდაცვალებამდე რონალდინიომ სოციალურ ქსელში დაწერა:
"ძვირფასო მეგობრებო, დედაჩემს კოვიდ-19 დაუდასტურდა და ჩვენ ვიბრძვით მის გამოსაჯანმრთელებლად. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და საუკეთესო მკურნალობას იღებს. მინდა ყველას წინასწარ გადაგიხადოთ მადლობა იმ პოზიტიური ენერგიისთვის, რომელსაც ყოველთვის ვიღებ თქვენგან. დედა, გამხნევდი!".
სამწუხაროდ, ვირუსთან რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო.  

სხვა სტატიები