Belive

რონალდინიოს FIFA 20-ში ვეღარ ვიხილავთ?!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავრცელებული ინფორმაციით, EA Sports-ის წარმომადგნლები რონალდინიოს პოპულარული ვიდეო თამაშიდან (FIFA 20) ამოღების შესაძლებლობას განიხილავენ. აღნიშნულის მიზეზი რონალდინიოს გარშემო განვითარებული მოვლენები და პატიმრობა გახდა. Diário Olé-სა და ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელი ვარსკვლავის პოპულარობა სკანდალებმა მკვეთრად შეარყია - ბოლო წვეთი აღმოჩნდა რონალდინიოს დაპატიმრება. აღნიშნულიდან გამომდინარე, EA Sports-ის მესვეურებს სუპერვარსკვლავის FIFA 20-დან ამოღება სურთ.
შეგახსენებთ, 32 დღიანი პატიმრობის შემდეგ, რონალდინიო და მისი ძმა პარაგვაის ციხიდან გაათავისუფლეს. GLOBO-ს მტკიცებით, 1.6 მილიონი დოლარის გადახდის შემდეგ, რონალდინიომ და მისმა ძმამ საპყრობილე დატოვეს თუმცა გამოძიების დასრულებამდე კვლავ პარაგვაიში, შინაპატიმრობაში იმყოფებიან. აღსანიშნავია, რომ რონალდინიო არ არის ერთადერთი ვარსკვლავი, რომელსაც FIFA 20-დან მოკვეთავენ. ფაშისტური მისალმების გამო, ლეგენდარული მარკო ვან ბასტენი პოპულარული ვიდეო თამაშიდან ამოიღეს.
77777777777

სხვა სტატიები