Belive

რონალდინიოს კომენტარი ოქროს ბურთის მოგების შემდეგ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2005 წელს საოცარ ფორმაში მყოფმა რონალდინიომ ოქროს ბურთი მოიგო. "ბარსელონას" 10-იანი მაშინ გახდა მეორე ბრაზილიელი რონალდოს შემდეგ, ვინც ეს ჯილდო 21-ე საუკუნეში მოიპოვა.
ოქროს ბურთის მოგების შემდეგ რონალდინიომ საინტერესო კომენტარი გააკეთა: “ეს ჯილდო ამბობს იმას, რომ მე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვარ, მაგრამ მე ბარსელონას საუკეთესო მოთამაშეც არ ვარ. მე ვნახე ფეხბურთელი, რომელიც მემკვიდრეობით მიიღებს ჩემს ადგილს და მისი სახელია ლეო მესი. ის გენიოსია.”
შეგახსენებთ, რომ ამ პერიოდში მესი "ბარსელონას" ძირითად შემადგენლობაში მკვიდრდებოდა. ახლა კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლეომ რონალდინიოს სიტყვები გაამართლა.

სხვა სტატიები