Belive

რონალდინიოს კორონავირუსი დაუდასტურდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ნაკრებისა და "ბარსელონას" ლეგენდამ რონალდინიომ დაადასტურა, რომ მისი ტესტის პასუხი კოვიდ-19-ზე დადებითია. 40 წლის "ბარსელონას" ყოფილმა მოთამაშემ განაცხადა, რომ მას სიმპტომები არ აქვს და თვითიზოლაციაში იმყოფება ქალაქ ბელუ-ორიზონტში, სადაც შაბათს ჩავიდა. "ბელუ-ორიზონტში შაბათიდან ვიმყოფები, რათა მონაწილეობა მიმეღო ღონისძიებაში",- განაცხადა რონალდინიომ კვირას. "გავიკეთე ტესტი კოვიდზე და დადებითი პასუხი მივიღე. მე კარგად ვარ, სიმპტომები არ მაქვს, მაგრამ მოგვიწევს ღონისძიების გადადება. მალე იქ ერთად ვიქნებით",- ამბობს ბრაზილიელი. ეს წელი რონალდინიოსთვის არც ისე მშვიდი გამოდგა- ის თავის ძმასთან, რობერტოსთან ერთად პარაგვაის ციხეში იჯდა მარტში, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ყალბი პასპორტით შევიდა. ძმები შინაპატიმრობაში გადაიყვანეს პარაგვაის სასტუმროში აპრილში, მას შემდეგ, რაც 32 დღე ციხეში გაატარეს. მათი პატიმრობა აგვისტოში დასრულდა.

სხვა სტატიები