Belive

რონალდინიოს პირველი ინტერვიუ ციხის დატოვების შემდეგ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რონალდინიო და მისი ძმა გასულ თვეს პარაგვაის ციხეში მოხვდნენ. ყიფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი პოლიციამ საზღვარზე ყალბი პასპორტის გამოყენების დროს დააკავა. რონალდინიო ძმასთან ერთად რამდენიმე კვირის წინ გაათავისუფლეს, თუმცა ისინი შინაპატიმრობაში რჩებიან.
ციხის დატოვების შემდეგ გაუჩომ პირველი კომენტარი გააკეთა: "ძალიან გაკვირვებულები ვიყავით, როდესაც გავიგეთ, რომ დოკუმენტები არალეგალური იყო. ამის შემდეგ, ჩვენი მიზანი ფაქტების გასარკვევად სასამართლო სისტემასთან თანამშრომლობა იყო. იმ მომენტიდან დღემდე ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რასაც ჩვენგან ითხოვდნენ. ეს მძიმე დარტყმა იყო - ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩავვარდებოდი. მთელი ცხოვრების განმავლობაში ვიბრძვოდი, რომ მაღალი პროფესიონალური დონისთვის მიმეღწია და ადამიანებისთვის ჩემი თამაშით სახეზე ღიმილი მომეგვარა," - თქვა რონალდინიომ ინტერვიუში.  

სხვა სტატიები