Belive

რონალდინიოს ყოფილი მწვრთნელი: "ნეიმარი მესის და რონალდუს კალიბრის ფეხბურთელია" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გამოცდილმა ესპანელმა მწვრთნელმა ლუის ფერნანდესმა, რომელიც ბოლოს "პარი სენ-ჟერმენში" მუშაობდა ამ გუნდის ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შეადარა. "მე ყოველთვის მომწონდა ნეიმარი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბარსაში იყო და მესის და ლუის სუარესთან ერთად თამაშობდა. საშუალება მომეცა პირადად მეხილა მისი კოორდინაციის, სხეულის ენის, სიმსუბუქისა და ტექნიკის უნარ-ჩვევები.  "პსჟ-ში", მე რონალდინიოს მწვრთნელი ვიყავი, პირველი წელი ის განსაკუთრებული იყო ვარჯიშსა და მატჩებში. მეორე წელს მას სხვა რამის გაკეთება სურდა და მისი გაკონტროლება ძნელი იყო.  რასაც ნეიმარი აკეთებს, უნიკალურია. ჩვენ ვნახეთ ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს კარიერა. ნეიმარი ამ კალიბრის მოთამაშეა.  ტომას ტუხელმა ნეიმარის საუკეთესო ფორმაში შესვლის გასაღები იპოვა, რის გამოც მათ შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ და ერთმანეთს ძალიან აფასებენ", - თქვა ლუის ფერნანდესმა. 60 წლის სპეციალისტი "კაენში", "ბეტისში", "რეიმსში", ბილბაოს "ატლეტიკში", "ესპანიოლში", "ბეითარ იერუსალიმში", "ალ რაინში", გვინიესა და ისრაელის ნაკრებებში მუშაობდა, "პსჟ-ს" კი 1994-96, 2000-03 წლებში წვრთნიდა, 2017-18 წლებში კი პარიზული გრანდის სკაუტი გახლდათ.

სხვა სტატიები