Belive

რონალდინიოზე და ტოტიზე წინ: არველაძე 21-ე საუკუნის ტოპ 50-ში

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფრანგულმა გამოცემა maxifoot.fr-მა 21-ე საუკუნის 50 საუკეთესო ბომბარდირის სია გამოაქვეყნა. რჩეულთა ჩამონათვალში საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მეგოლე შოთა არველაძეც მოხვდა. ქართველ ფეხბურთელს ნუსხაში 30-ე ადგილი უკავია, მისი გატანილი გოლების ჯამური რაოდენობა 343 გახლავთ. ლიდერობას კრიშტიანუ რონალდუ არავის უთმობს, ვინც 21-ე საუკუნეში 725 ბურთი შეაგდო. პორტუგალიელთან ყველაზე ახლოს კი მისი მარადიული მეტოქე ლიონელ მესია, რომლის ანგარიშზეც 697 გოლია. "დინამო თბილისის", "ტრაბზონსპორის", ამსტერდამის "აიაქსის", "ალკმაარის", გლაზგოს "რეინჯერსისა" და "ლევანტეს" ყოფილი გოლეადორი ფეხბურთის ისეთ ლეგენდებს უსწრებს, როგორებიც ალესანდრო დელ პიერო, ფრანჩესკო ტოტი, რონალდინიო, დიეგო ფორლანი, რობინ ვან პერსი, კლაუდიო პიზარო და სხვები არიან.

სხვა სტატიები