Belive

რონალდო, მესის ბარსელონადან შესაძლო წასვლას გამოეხმაურა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ნაკრების და მთლიანად საფეხბურთო სამყაროს ლეგენდამ, ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდომ, მესის გუნდიდან შესაძლო წასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ბარსელონამ" ლიონელს წასვლის უფლება არ უნდა მისცეს. -"ძნელად სავარაუდოა, რომ მესიმ "ბარსელონა" დატოვოს, თან იმ დროს, როდესაც კლუბს ასე ძალიან უჭირს" - განაცხადა რონალდომ "მირორთან" საუბრისას -"ლიონელი კლუბის მთავარი დამრტყმელი ძალა და იმედია, აქედან გამომდინარე ხელმძღვანელობამ არ უნდა მისცეს მესის წასვლის საშუალება და ყველაფერი უნდა გააკეთონ მის დასატოვებლად." -"მას აქვს ძალიან ძლიერი მორალური კავშირი და სიყვარული გუნდთან და ვფიქრობ, რომ მესის "ბარსელონას" მიმართ სიყვარული არასდროს გაუნელდება." ცნობისთვის, არგენტინელ სუპერვარსკვლავს, კონტრაქტი 2021 წლის ივნისში ეწურება. ასევე შეგახსენებთ, იმასაც, რომ თავად რონალდო "ბარსელონას" რიგებში 1996/1997 წლებში თამაშობდა და 49 ჩატარებულ შეხვედრაში 47 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები