Belive

რონალდო: "ვერ ვიფიქრებდი, რომ ზიდანი მწვრთნელი გახდებოდა, ამ პოზიციაზე რაული უფრო წარმომედგინა"

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ბრაზილიელი რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა, ესპანურ AS-ს მადრიდის "რეალში" გატარებულ პერიოდზე ესაუბრა. რონალდომ "ბერნაბეუზე" 2002-2007 წლებში თამაშობდა, ფეხბურთიდან წასვლამდე კი "რეალში" სხვადასხვა ფუნქციებს ასრულებდა: ბრაზილიელი იყო ფლორენტინო პერესის თანაშემწე და გუნდის ელჩი ლათინურ ამერიკაში.

რეალი გასულ სეზონში

"რეალი მოგებასაა მიჩვეული. როდესაც გუნდი სეზონს უტიტულოდ ასრულებს, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მსოფლიოს აღსასრული დგება. უდავოა ის ფაქტი, რომ წელს "რეალს" ძალიან ცუდი სეზონი ჰქონდა, თუმცა გუნდმა არა გასულ 1 წელიწადზე, არამედ მომავალზე უნდა იფიქროს."

ჩუმი ზიდანი

"ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ზიდანი მწვრთნელი გახდებოდა. ის ინტროვერტია და ძალიან ცოტას ლაპარაკობს. ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო მისი მთავარი მწვრთნელის რანგში ხილვა, მითუმეტეს, მან ზედიზედ 3 ჩემპიონთა ლიგა მოიგო, რაც არავის გაუკეთებია."

რაულის პერსპექტივა

"პირადად მე, სამწვრთნელო კარიერაში რაული უფრო წარმომედგინა, რადგან მას ადრევე ეტყობოდა მენეჯერული თვისებები. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ სეზონში, "რეალის" ახალგაზრდულ გუნდს რაული კარგად გაუძღვება."

რონალდო - მომავალი მწვრთნელი?

"არასოდეს მიფიქრია მწვრთნელობაზე - ეს არის დასრულებელი რუტინა და მოითხოვს გაცილებით მეტ ძალისხმევას და შრომას, ვიდრე ეს მოთამაშეებს სჭირდებათ. ძალიან რთულია 25 ადამიანის მართვა, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ და მხოლოდ შენ გაკრიტიკებენ"  

სხვა სტატიები