რონალდომ დაასახელა ის 5 ფეხბურთელი რომლის თამაშისგანაც სიამოვნებას იღებს

მსოფლიოში არსებობს უამრავი გამორჩეული ფეხბურთელი, რომელთა თამაშის ყურებაც ნამდვილად სასიამოვნოა.

ამასთან დაკავშირებით ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ ისაუბრა და გამოყო 5 ფეხბურთელი, რომელთა თამაშიც მას ძალიან მოსწონს.

ხუთეულში ვერ მოხვდა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ.

-“პირველი რა თქმა უნდა ლიონელ მესი გახლავთ. მისი თამაშის ყურება სასიამოვნოა. არგენტინელის თითოეული მატჩი ისტორიას დარჩება.”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა ასევე გამოარჩია მოჰამედ სალაჰი, ედენ აზარი, ნეიმარი და მბაპე.

-“ძალიან მომწონს სალაჰი ნეიმარი და აზარი. მათი თამაშის ყურება სიამოვნებას მანიჭებს. ასევე მინდა გამოვარჩიო კილიან მბაპე, ის ახალი თაობის საუკეთესო ფეხბურთელია.” – განაცხადა რონალდომ.

(7436)

რონალდომ დაასახელა ის 5 ფეხბურთელი რომლის თამაშისგანაც სიამოვნებას იღებს

სტატიის ავტორი
-