Belive

რონალდომ მისი გემოვნებით საუკეთესო 5 ფეხბურთელი დაასახელა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რონალდომ მისთვის საუკეთესო 5 ფეხბურთელი დაასახელა. "საუკეთესო ხუთი ფეხბურთელი ვისი თამაშის ხილვაც მსიამოვნებს ასეთია: პირველ რიგში, ლეო მესი, რომელიც ჩემი აზრით ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. ედენ აზარი, მო სალაჰი, ნეიმარი და რა თქმა უნდა, კილიან მბაპე", - ასე დააკომპლექტა "კიჭა" რონალდომ მისი ხუთეული, რომელშიც კრიშტიანუ რონალდუ არ შეიყვანა. აღნიშნულმა საკითხმა ფეხბურთის ექსპერტებსა თუ გულშემატკივრებში საკმაოდ დიდი კამათი გამოიწვია, რისი მიზეზიც "კიჭას" ხუთეულს მიღმა დარჩენილი კრიშტიანუ გახლდათ. "ვფიქრობ მომდევნო 20 ან 30 წელი ლეო მესისნაირი ფეხბურთელი მსოფლიოს არ ეყოლება" რონალდოსა და რონალდუს ერთმანეთს ხშირად ადარებენ, რაც ბრაზილიელს დიდად არ ახარებს, რის მიზეზადაც ასახელებს, რომ მისი შეხედულებით სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს შორის შედარების გაკეთება არ არის სწორი.  

სხვა სტატიები