Belive

რონალდომ მოედანზე საუკეთესო პარტნიორი დაასახელა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონალდომ მოედანზე მისთვის საუკეთესო პარტნიორი დაასახელა. რონალდოს გვერდით არაერთ ვარსკვლავს უთამაშია, მათ შორის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეებს, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად, ბრაზილიელმა თავდამსხმელმა არც თუ ისე ცნობილი მოთამაშე დაასახელა "პსვ"-დან. "პსვ" რონალდოს პირველი ევროპული კლუბი იყო და მისთვის საუკეთესო პარტნიორი ბელგიელი ლუკ ნილისი აღმოჩნდა.
"ჩემი საუკეთესო პარტნიორი? ლუკ ნილისი, ბელგიელი თავდამსხმელი, რომლის გვერდითაც პსვ ეინდჰოვენში ვთამაშობდი. ის ყველა თამაშზე ბევრ გადაცემას მაძლევდა. ის არ ყოფილა ზიდანზე და სხვა ვარსკვლავებზე უკეთესი, მაგრამ ყოველთვის ჩემთვის თამაშობდა. ბურთს მომცემდა და მე გოლს ვიტანდი" - განაცხადა ლუის ნაზარიომ.
რონალდო "პსვ"-ში 1994-96 წლებში თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში მან 57 თამაში ჩაატარა და 54 ბურთი გაიტანა.

სხვა სტატიები