Belive

რონალდოს პასუხი მათ, ვინც ბრაზილიელს "ნამდვილ რონალდოს" უწოდებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო ფეხბურთის ასპარეზზე კრიშტიანუ რონალდუს გამოჩენის შემდეგ, ბრაზილიელ რონალდოსა და პორტუგალიელ სუპერვარსკვლავზე ცხარე დებატები გაიმართა. ტურინის "იუვენტუსისა" და პორტუგალიის ნაკრების სუპერვარსკვლავი თავდაუზოგავად შრომობდა და პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ვინ არის "ნამდვილი რონალდო"? - ამ საკითხთან დაკავშირებით, მსოფლიოს მასშტაბით გულშემატკივრებს განსხვავებული აზრი აქვთ. კრიშტიანუ რონალდუს წარმატების შემდეგ, უამრავმა გულშემატკივარმა ბრაზილიელ რონალდოს სხვადასხვა ეპითეტები შეურჩია: "ნამდვილი რონალდო", "მსუქანი რონალდო"... Instagram-ის ლაივის დროს, ფაბიო კანავარომ ბრაზილიელ ლეგენდას საკუთარი აზრის დაფიქსირება სთხოვა. კანავაროს კითხვას "ნამდვილ რონალდოსთან" დაკავშირებით, 43-წლის ბრაზილიელმა ლეგენდამ საინტერესო პასუხი გასცა:
"იმის გაგონება, რომ მე ნამდვილი რონალდო ვარ, კრიშტიანუ რონალდუსთვის შესაძლოა დამღლელი და შემაწუხებელი იყოს. ადამიანების შედარება არ უნდა ხდებოდეს. კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მუდამ დარჩება და იგი მუდამ ემახსოვრებათ, მისი გოლების იმ გასაოცარი შედეგის გამო, რომელსაც მიაღწია. რონალდუ, ისევე როგორც მესი - მუდამ იქნება მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელი."

სხვა სტატიები