Belive

რონალდუს შემცვლელის ვინაობა მესისთვის ცნობილია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კრიშტიანუ რონალდუს "იუვენტუსში" გადასვლის შემდეგ, "რეალი" მისი იდეალური შემცვლელის ძიებაშია. გავრცელებული ინფორმაციით, ლეო მესიმ იცის თუ ვინ ჩაანაცვლებს პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს სანტიაგო ბერნაბეუზე. ესპანური ტაბლოიდის Don Balon-ის მტკიცებით, ლეო მესიმ იცის, რომ კრიშტიანუ რონალდუს მისი ყოფილი თანაგუნდელი და უახლოესი მეგობარი ნეიმარი ჩაანაცვლებს. აღნიშნული სიახლე შეიძლება ტაბლოიდის ვარაუდად ჩაითვალოს, თუმცა გასაკვირი არაა, რომ უახლოეს მეგობრებს ერთმანეთის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ნამდვილად ჰქონდეთ ინფორმაცია.   არაერთი გავლენიანი ევროპული მედია საშუალების მტკიცებით, სამეფო კლუბი მზადაა 300 მილიონ ევროზე მეტი გამოყოს ნეიმარის გასაფორმებლად.

სხვა სტატიები