Belive

რონალდოს ვალიადოლიდში რეალის ფეხბურთელი სურს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული ფეხბურთელი, რონალდო, რომელიც "ვალიადოლიდის" 51%-იან წილს ფლობს, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელით დაინტერესდა. ესპანური მედიის ინფორმაციით, ბრაზილიელს საკუთარ გუნდში თანამემამულის, ვინისიუს ჯუნიორის იჯარით ხილვა სურს. როგორც იცით, 18 წლის შემტევმა წელს "ბლანკოსში" სადებიუტო სეზონი ჩაატარა. ვინისიუსის ანგარიშზე 7 გოლი და 13 ასისტია. "ვიმედოვნებ, რომ ბრაზილიელის "ვალიადოლიდში" 1 წლით გადაყვანას მოვახერხებთ. ვინისიუსის ყიდვა არ შეგვიძლია, ასე რომ, არენდა კარგი ვარიანტია," - თქვა რონალდომ.

სხვა სტატიები