Belive

რონალდუ 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციითა და ფულადი ჯარიმით დაისაჯა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სუპერვარსკვლავი - კრიშტიანუ რონალდუ საყოველთაო ყურადღების ცენტრშია მოქცეული.

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ, კრიშტიანუ რონალდუ 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა და £50,000 ფუნტის გადახდა დააკისრა. რონალდუს დასჯის მიზეზი "ევერტონის" წინააღმდეგ გამართული მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტია, რა დროსაც პორტუგალიელმა მასპინძელთა 14-წლის გულშემატკივრის ტელეფონი მოისროლა.

კრიშტიანუ რონალდუ და კომპანია მუნდიალზე ასპარეზობას 24 ნოემბერს, 20:00 საათზე დაიწყებენ, როდესაც პორტუგალიისა და განას დაპირისპირება შედგება.

სხვა სტატიები