Belive

რონალდუ: ,,ალ ნასრის ხედვა შთამაგონებელია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ,,ალ ნასრში'' გადასვლაზე ისაუბრა:

,,ჩემი თავის ახალ ლიგასა და სხვა ქვეყანაში გამოცდას მოუთმენლად ველი.

,,ალ ნასრის'' ხედვა ძალიან შთამაგონებელია. მოხარული ვარ, რომ ვუერთდები ჩემს პარტნიორებს, რათა გუნდს წარმატების მიღწევაში ერთად დავეხმაროთ,'' - განაცხადა რონალდუმ.

რონალდუ ,,ალ ნასრს'' თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. პორტუგალიელმა არაბულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა და წელიწადში 200 მილიონ ევროს მიიღებს.

,,მანჩესტერ იუნაიტედმა’’ კრიშტიანუსთან კონტრაქტი ნოემბერში გაწყვიტა, მანამდე 37 წლის ფეხბურთელმა ,,წითელი ეშმაკები’’ პირს მორგანთან ინტერვიუში მწვავედ გააკრიტიკა.

სხვა სტატიები