Belive

რონალდუ არაბეთის სუპერ თასს გამოეთიშა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კრიშტიანუ რონალდუს "ალ ნასრი" "მეფე ფაჰდის საერთაშორისო სტადიონზე" "ალ იტიჰადთან" 3:1 დამარცხდა და არაბეთის სუპერ თასს გამოეთიშა.

"ალ იტიჰადის" ფორვარდმა რომარინიომ პირველი გოლი მატჩის მე-15 წუთზე გაიტანა, ხოლო ჰამდალამ ტაიმის დასრულებამდე მისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. მეორე ნახევარში "ალ ნასრმა" ტალისკას გოლით შეძლო ანგარიშის შემცირება, თუმცა, მუჰანად შანკეეტმა დამატებით დროში მესამე გოლიც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით "ალ იტიჰადმა" ფინალის საგზური მოიპოვა და კვირას არაბეთის თასისთვის ბრძოლაში "ალ ფეიჰას" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები