Belive

რონალდუ: "ჩემპიონთა ლიგა ჩემი ტურნირია" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კრიშტიანუ რონალდუმ ლევერკუზენის "ბაიერთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში გამარჯვების შემდეგ, პირადად მისთვის ამ ტურნირის მნიშვნელობაზე ისაუბრა. "ჩემპიონთა ლიგა ცოტა ხნით დაგვემშვიდობა. ეს ჩემი ტურნირია, მე მიყვარს აქ თამაში, მაგრამ მთავარი მაინც გუნდია. მეორე ტაიმში ჩვენ დიდებულად ვითამაშეთ და ორი გოლის გატანაც მოვახერხეთ.  ჩვენ ჯგუფი წაუგებლად მოვიგეთ, ამ წარმატებით კმაყოფილი ვარ და სამომავლო დაპირისპირებებს ველი.  პლეი-ოფის მატჩები უფრო ძნელი იქნება, თუმცა ჯგუფურ ეტაპზეც რთულ მეტოქეებს გავუმკლავდით და საკუთარი თავის ვირწმუნეთ.  ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ და ვაცნობიერებთ, რომ იოლი შეხვედრები არცერთ შემთხვევაში გველის. ვნახოთ, რა მოხდება",-თქვა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა. ტურინის "იუვენტუსმა" "ფარმაცევტებს" 2 უპასუხო გოლი გაუტანა, აქედან ერთი სწორედ 34 წლის პორტუგალიელის ანგარიშზე იყო.

სხვა სტატიები