Belive

ჩემპიონთა ლიგა: რონალდუ და მესი - ქართველი ფეხბურთელები გრანდების წინააღმდეგ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შვეიცარიაში, კერძოდ კი ნიონში მდებარე ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს შტაბ-ბინაში, უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. საუკეთესო 32 ევროპული კლუბი 8 ჯგუფში გადანაწილდა:
ახალ სეზონში ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 2 ქართველი ფეხბურთელი - დავით ხოჭოლავა (შახტარი) და ლაშა დვალი (ფერენცვაროში) იასპარეზებს. უკრაინული გუნდის მცველს ბრძოლა საკმაოდ ძლიერ გუნდებთან მოუწევს - ხოჭოლავა "რეალის", "ინტერისა" და "გლადბახის" წინააღმდეგ ითამაშებს. რაც შეეხება დვალის გუნდს, უნგრელები D ჯგუფში "დინამო კიევის" გარდა 2 გრანდისა (იუვე და ბარსელონა) და, შესაბამისად, ლეგენდარული ფეხბურთელების - კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის შეჩერებას შეეცდებიან.

სხვა სტატიები