რონალდუ და რამოსი ერთმანეთს 2 წელი არ ელაპარაკებოდნენ

კრიშტიანუ რონალდუ და სერხიო რამოსი ერთმანეთს 2 წელია არ ელაპარაკებიან. აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა – Marca ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, რონალდუსა და რამოსს შორის ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზი – 2018 წელს ოქროს ბურთისათვის ბრძოლაში ლუკა მოდრიჩისათვის მიცემული ხმა გახდა.

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა საკუთარ თანაგუნდელებთან ურთიერთობა მას შემდეგ გაწყვიტა, რაც “ბლანკოსის” ვარსკვლავებმა ლუკა მოდრიჩს დაუჭირეს მხარი. 2018 წელს, რონალდუმ “რეალი” დატოვა და “იუვენტუსს” შეუერთდა, მას შემდეგ, რომალდუს “სამეფო კლუბის” ფეხბურთელებთან კონტაქტი არ ჰქონია. ერთადერთი გამონაკლისი მარსელოა, რომელთანაც რონალდუს დღემდე ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს.

” რა თქმა უნდა იმედგაცრუებული ვარ. საოცარი სეზონი მქონდ და ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ოქროს ბურთი მომეგო. მარცხის შემთხვევაშიც ბედნიერი ვიქნები, რადგან ზურგს საოცარი ადამიანები მიმაგრებენ – ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები.

ვულოცავ მოდრიჩს – ოქროს ბურთის გამარჯვებულს. მომავალ წელს ჩვენ კვლავ დავუპირისპირდებით ერთმანეთს და გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებ. გგონიათ სახლში გავიპარები და ვიტირებ?” – აღნიშნა კრიშტიანუ რონალდუმ.

ყოფილ თანაგუნდელს კრიშტიანუ რონალდუ 7 ოქტომბერს შეხვდა. საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში პორტუგალია ესპანეთს დაუპირისპირდა. აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ, რონალდუმ რამოსთან და პეპესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

რონალდუ და რამოსი ერთმანეთს 2 წელი არ ელაპარაკებოდნენ 1

(124)

რონალდუ და რამოსი ერთმანეთს 2 წელი არ ელაპარაკებოდნენ

სტატიის ავტორი
-