Belive

რონალდუ და ზიდანი მარსელში? - ახალი მფლობელის ამბიციური გეგმები

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

სპორტული გამოცემა "Goal" საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ცნობილია მარსელის "ოლიმპიკი" 700 მილიონ ევროდ გაიყიდა და მომავალ სეზონში კლუბს ახალი მფლობელი ეყოლება. მურად ბუჯელალი - "მარსელის" ახალი მფლობელი, რომელიც საფრანგეთში საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენია. 2004 წლიდან მოყოლებული, მურადი რაგბის გუნდის "ტულონის" პრეზიდენტიც გახლავთ.

ფრანგ ბიზნესმენს კლუბის მწვერვალზე დაბრუნება სურს. აქედან გამომდინარე მურადი ფიქრობს, რომ ძალიან კარგი იქნებოდა მის გუნდში ზინედინ ზიდანისა და კრიშტიანუ რონალდუს ხილვა. -"საოცრება იქნება ზიდანისა და რონალდუს ხილვა ჩემს გუნდში. კრიშტიანუ არის ფეხბურთელი, რომელიც მე არასდროს დამავიწყდება. პორტუგალიელი საოცარია და მისი გადმობირება ჩემი ოცნებაა. ამ ქვეყანაზე შეუძლებელი არაფერია და ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს რონალდუ ჩემი გუნდისთვის ითამაშებს." - განაცხადა მურადმა "Goal-თან" საუბრისას. ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ 1993 წელს "მარსელმა" უეფას ჩემპიონთა ლიგა მოიგო. დღეს კი ფრანგული კლუბი მაღალი მიზნებისთვის ვერ იბრძვის. ახალ მფლობელს კი ამ ყველაფრის შეცვლა სურს. მურადის მთავარი მიზანი "მარსელის" უდიდეს გრანდად გადაქცევაა.

სხვა სტატიები