Belive

რონალდუ: "დასამტკიცებელი არაფერი მაქვს"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შვედეთთან, ერთა ლიგის A ჯგუფის მე-2 ტურში გამართულ შეხვედრა პორტუგალიამ, რონალდუს დუბლით, 0:2 მოიგო. ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ნაკრების მაისურით გუშინ 100 გოლიან (101) ნიშნულს მიაღწია. შვედეთთან მოგების შემდეგ რონალდუმ საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"ის, რაც კარიერის მანძილზე გავაკეთე, ყველაფერზე მეტყველებს. არა, არ ვფიქრობ, რომ რაიმე დასამტკიცებელი მაქვს. თუმცა, როდესაც ამის გაკეთება მიწევს, ყველაფერს მოედანზე ვაჩვენებ. ძალიან ბედნიერი ვარ. პირველი, იმიტომ, რომ მოვიგეთ, ხოლო მეორე - 100 გოლიან ნიშნულს მივაღწიე. ახლა მომავალი ღმერთის ხელშია. თავს კარგად ვგრძნობ, ახალგაზრდა ფეხბურთელების გვერდით თამაში კარგია," - თქვა კრიშტიანუმ.

სხვა სტატიები