Belive

რონალდუ France Football-ის რედაქტორს დაუპირისპირდა | "იგი მატყუარაა და ჩემს სახელს ბოროტად იყენებს"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, France Football-ის მთავარი რედაქტორი ტყუილში საჯაროდ დაადანაშაულა. რონალდუმ საკუთარ ოფიციალურ Facebook გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც პასკალ ფერეს მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ყველაზე ავტორიტეტული ფრანგული სპორტული გამოცემის მთავარი რედაქტორის თანახმად,  რონალდუს ერთი დიდი ამბიცია აქვს: მას სურს, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, მესიზე მეტი ოქროს ბურთი ჰქონდეს მოგებული. "მან ეს თავად მითხრა", - აღნიშნა პასკალ ფერემ. პორტუგალიელი ფეხბურთელის მტკიცებით, აღნიშნული სიტყვები რეალობასთან შორსაა.
"პასკალ ფერეს განცხადებით, მე ვთქვი, რომ ჩემი კარიერის მთავარი მიზანი ლიონელ მესიზე მეტი ოქროს ბურთის მოგებაა. პასკალ ფერემ იცრუა და ჩემი სახელი საკუთარი პოპულარიზაციის მიზნით გამოიყენა. ეს სრულიად მიუღებელია: ტყუილი ისმის ადამიანისგან, რომელიც ასეთი პრესტიჟული ტიტულის გადაცემაზეა პასუხისმგებელი, ეს არის იმ ადამიანის დაუფასებლობა, რომელიც France Football-ისა და ოქროს ბურთისადმი ყოველთვის პატივისცემას გამოხატავდა. მან იცრუა და ამით გაამართლა ის, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე არ ვიმყოფები. ოქროს ბურთის გამარჯვებულებს ყოველთვის წარმატებებს ვუსურვებ. კარიერის დასაწყისიდანვე, სამართლიანი წესებით ვხელმძღვანელობდი და დღემდე ასე გრძელდება, რადგან პიროვნულად, არცერთი ადამიანის წინააღმდეგ არ ვარ განწყობილი. გამარჯვებებს ვაღწევ ჩემთვის და იმ კლუბებისთვის, რომლების მაისურიც მაცვია, ვიგებ ჩემთვის და მათთვის, ვინც მხოლოდ კარგს მისურვებს. ჩემი კარიერის მთავარი ამბიცია საერთაშორისო და საკლუბო დონეზე წარმატების მიღწევაა. ჩემი კარიერის მთავარი მიზანი არის, ვიყო მისაბაძი მაგალითი მათთვის, ვისი ოცნებაც ფეხბურთელობაა. ჩემი კარიერის მთავარი მიზანი ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერაა. და ბოლოს, ამჟამად, ჩემი ყურადღება მანჩესტერ იუნაიტედის სამომავლო თამაშზე და იმ ტიტულებზეა გადატანილი, რომელთა მოგებაც ჩემს თანაგუნდელებთან და გულშემატკივართან ერთად შემიძლია. სხვა დანარჩენი მხოლოდ დანარჩენია...", - ვკითხულობთ კრიშტიანუს განცხადებაში.

ასევე იხილეთ: პასკალ ფერე – ადამიანი, რომელმაც ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა იცის

სხვა სტატიები