Belive

რონალდუ გოლებით მადრიდის ატლეტიკოს დაეწია 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი საინტერესო მიღწევა დააფიქსირა. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში, ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა "ლიონის" კარში დუბლის გაფორმება მოახერხა, თუმცა ეს ფრანგული კლუბის გათამაშებიდან გამოსათიშად საკმარისი არ აღმოჩნდა, სამაგიეროდ, მადრიდის "ატლეტიკოს" შედეგის გამეორებას ეყო. საქმე იმაშია, რომ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კარიერაში, მსოფლიოს უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე 130-ე გოლი გაიტანა და ამით ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი კიდევ უფრო გაიმყარა. საინტერესოა, რომ ტურნირის ორგზის ვიცე-პრიზიორ "როხიბლანკოსაც" ზუსტად ამდენი გოლი აქვს გატანილი. 35 წლის ფორვარდზე მეტჯერ გოლის გატანა ტურნირის ისტორიაში მხოლოდ 22-მა გუნდმა მოახერხა. 5 ოქროს ბურთის გამარჯვებულის გუნდი გათამაშებას მერვედფინალიდან მას შემდეგ გამოეთიშა, რაც ფრანგულ გუნდთან ორი მატჩის ჯამში 2:2 ითამაშა და საშინაო კედლებში გაშვებული გოლის გამო ასპარეზი მეტოქეს გადააბარა.

სხვა სტატიები