Belive

რონალდუ: "გონებასუსტი ვიქნებოდი" 

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ადამიანმა, რომელმაც კარიერაში 5 ჩემპიონთა ლიგა, ამდენივე ოქროს ბურთი, ევროპის ჩემპიონატი, ერთა ლიგა და სხვა არაერთი საკლუბო თუ ინდივიდუალური ჯილდო მოიგო, თქვა, რომ ძალიან ბევრი რამ პოლ სქოულზის, რაიან გიგზის და "მანჩესტერის" სხვა ლეგენდებისგან ისწავლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კრიშტიანუ რონალდუ "გონებასუსტი იქნებოდა". "ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც "მანჩესტერში" ყოფნისას გავაკეთე, რაიან გიგზისგან, რუდ ვან ნისტელროის, პოლ სქოულზისა და რიო ფერდინანდისგან სწავლა იყო. თუ ამ ბიჭებისგან გაკვეთილს ვერ მიიღებ, ე.ი გონებასუსტი ხარ.  მიზანი არა მათი მიბაძვა, არამედ წარმატებული ადამიანებისგან გამოცდილების მიღებაა. მეც ასე მოვიქეცი. მათი მოსმენის ნიჭი აღმომაჩნდა.  სერ ალექს ფერგიუსონმაც ბევრი მასწავლა და გავაცნობიერე, რომ შედეგიანი გადაცემის გაკეთებისა და ეფექტური დრიბლინგის გარდა, გოლის გატანის ალღოც მქონია. დავიწყე მუშაობა იმაზე, რომ სრულყოფილი ფეხბურთელი გავმხდარიყავი, სისუსტეების გარეშე.  განვავითარე უნარები და შემიძლია ორივე ფეხით და თავით გოლის გატანა, ასევე ძალიან სწრაფი და ძლიერი ვარ.  თუ ასე მოიქცევით, გექნებათ სწორი ცხოვრების წესი და დიდი ნებისყოფა, 34 წლის ასაკშიც შეძლებთ იგივე დონეზე ყოფნას",-თქვა პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა France Football-თან ინტერვიუში. ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა "წითელი ეშმაკების" მაისურით 6 წელი ითამაშა, 118 გოლი გაიტანა, და სხვა ბევრ ტიტულთან ერთად პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

სხვა სტატიები