Belive

რონალდუ: ინდივიდუალური ტიტულები ჩემთვის მთავარი არაა"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კრიშტიანუ რონალდუმ გუნდური სულისკვეთების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ინდივიდუალურ ტიტულებსაც შეეხო: "ინდივიდუალური ტიტულები ჩემთვის მთავარი არაა. ყველაზე მეტად მინდა, რომ გუნდურ ტიტულებს დავეუფლო და ჩემმა გუნდმა მოიგოს. სულ იმაზე ნამდვილად არ ვფიქრობ, თუ როგორ დავამხო მორიგი რეკორდი. ჩემთვის მთავარი ორიენტირი გუნდის წარმატება და კარგ ფიზიკურ კონდიციაში ყოფნაა. ზოგადად, გამარჯვების მოპოვება ყოველწლიურად უფრო და უფრო რთული ხდება, რადგან გუნდები ტაქტიკურად და ფიზიკურად მუდმივად ვითარდებიან. შესაბამისად, საჭიროა გაუჩერებელი მუშაობა, რათა საკუთარი თავი სიმაღლეზე შეინარჩუნო," განაცხადა პორტუგალიელმა.

ასევე ნახეთ: ლიონელ მესი ევროპის 2018 წლის საუკეთესო ბომბარდირი გახდა

სხვა სტატიები